ფუნქციების აღწერა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  წარმოადგენს ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას. სამინისტროს უმთავრესი მიზანია სამართალდარღვევათა რიცხვის შემცირება, მოქალაქეთა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფა, მათი უფლებების დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს სტანდარტების შესაბამისად დაცვა. ამ მიზნის მისაღწევად სამინისტროს ამოცანებს განეკუთვნება დანაშაულის პრევენცია, ეფექტიანი რეაგირება, ხარისხიანი მომსახურების გაწევა და საზოგადოებასთან მჭიდრო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება. სამინისტრო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონის, დემოკრატიული სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვით. 
სამინისტროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, ჰუმანურობის, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭვირვალობის, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის პრინციპებს. ამასთან ერთად, სამინისტრო აცნობიერებს, რომ საზოგადოების ნდობისა და პატივისცემის დამსახურება მხოლოდ ეთიკური და ჰუმანური მოპყრობითაა შესაძლებელი.
 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება