ფუნქციების აღწერა და დებულება

სსიპ -  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიზანია სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა (მეუღლე და შვილი), სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეთა და მათ ოჯახის წევრთა, სამინისტროდან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილ პირთა (სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები პირები), სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო დაწესებულების/დანაყოფის მსმენელთა სამედიცინო უზრუნველყოფა. აგრეთვე, სამსახურის გავლის პერიოდში (მათ შორის, სამსახურში მიღების ან დათხოვნის დროს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.

სამსახურის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს პირთა სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა, მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნება, ავადობისა და შრომისუუნარობის შემცირება. ასევე, სამსახურის ფუნქციას წარმოადგენს სამხედრო-საექიმო კომისიის საქმიანობის ორგანიზება და ჩატარება. ამასთან, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელოს სტაციონარული მკურნალობა, ავადმყოფთა და დაჭრილთა სამედიცინო რეაბილიტაცია (დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით),მათი სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა.  სამინისტროს სისტემაში სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა კონტროლი და დაავადებათა გავრცელების პრევენციისა უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მითითებებისა და ინსტრუქციების გაცემა. 

სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულება